მშობლების თქმით, თბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა

05.11.26 17:03
მშობლების თქმით, თბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა

მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმაციით, თბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამჯერად სამიზნე ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლაა.

როგორც "პირველების" რესპოდენტები აცხადებენ, მოსწავლეებს გამოუცხადეს, რომ შენობა უნდა დაცალონ და მეორე ცვლაში,  51-ე სკოლაში გადავიდნენ.

პედაგოგების შეფასებით, ეს სრულად ეწინააღმდეგება სპეციალური სასწავლო პროგრამების მქონე ფიზიკა მათმატიკური სკოლის სწავლის კონცეფციას.

ცოტა ხნის წინ, მშობლებს აიმედებდნენ, რომ მათთვის ალტერნატიულ სივრცეს გამოძებნიდნენ, დღეს კი გამოუცხადეს რომ მეორე ცვლაში გადაყავთ. 

გაზაფხულიდან გვაქვს ინფორმაცია, მინისტრი იყო სკოლაში, შეხვდა დირექტორს და იყო საუბარი იმის შესახებ, რომ სკოლა არის ავარიული, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს და აშენდეს ახალი. დაიწყეს პროექტზე მუშაობა, პარალელურად დაიწყეს ძებნა, ალტერნატიული შენობის. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან, გადავიდოდით ალტერნატიულ ფართში, რომელიც გარემონტდებოდა, თუმცა, ახლა მოვიდა დასკვნა სამხარაულის და გვითხრეს, რომ უნდა დაიცალოს სასაწრაფოდ, გარკვეულ ვადებში, - ამბობს ერთ -ერთი მშობელი.

პედაგოგები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მათი სკოლის შინაარსი აბსოლუტურად ჩამოიშლება.

მოსწავლეები, მშობლები და სკოლის მასწავლებლები სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, თუ ამ შეხვედრის შემდეგ არ გამოჩნდება ალტერნატიული ფართი, სადაც სკოლის საქმიანობა გაგრძელდება, პროტესტი გარდაუვალი გახდება.