კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ვიცე-პრემიერად დანიშნეს, 57 წლის დმიტრი გლადსკია

05.11.26 23:36
კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ვიცე-პრემიერად დანიშნეს, 57 წლის დმიტრი გლადსკია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რუსეთის  ყოფილი მაღალჩინოსანი, 57 წლის დმიტრი გლადსკი დანიშნა.

ეს უკანასკნელი რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორში მუშაობდა. საჯარო ცნობებით,  გლადსკი 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის კონტროლისა და ანგარიშების პალატას. იყო ქალაქის გუბერნატორის მოადგილე.

2023-2024 წლებში გლადსკი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ეკონომიკურ საკითხებს კურირებდა.

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს უკანასკნელი  2026 წლის ივნისში სოხუმში რუსეთის ე.წ. ელჩად დანიშნა.

ცნობისთვის, კამბოლოვმა ცხინვალში ე.წ. პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინა ტოლსტიკოვა.

კიდევ ერთი „ვიცე-პრემიერი“ აცამაზ კაბისოვია, რომელიც მანამდეც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში მუშაობდა.