ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
როგორც ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია არის აფხაზეთი, ცხინვალი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული მთლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ დაშლილები ვართ მარტივ მამრავლებად და ვიდრე ეს წმინდა მიზანი არსებობს, არ არსებობს არნაირი ძალა, მიზეზი, ღმერთის ნების გარდა, რომელსაც შეუძლია თუნდაც ერთი ირაკლი ჩხვირკია გააჩეროს, ვნახავ გარეთ რა ხდება და ამის მიხედვით გადავწყვეტ, რა ფორმით - წიგნით, პასტით, თუ ხანჯლით ვიბრძოლოთ და ვიომოთ, საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის, - განაცხადა ჩხვირკიამ.
მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.