დაკავებულია პირი, რომელმაც მარკეტიდან 1 700 ლარის თამბაქოს ნაწარმი მოიპარა

07.11.26 11:37
დაკავებულია პირი, რომელმაც მარკეტიდან 1 700 ლარის თამბაქოს ნაწარმი მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.