ერევანში სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

07.11.26 11:45
ერევანში სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ერევანში სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა - შეხვედრას თბილისიდან მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, ლაშა დარსალია ესწრებოდა, ხოლო სომხეთის მხრიდან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.

სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურადდ შეაფასეს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი.

ოფიციალური განცხადებით, საზღვრის დემარკაციის პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რათა საქართველო-სომხეთის მეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს.