პატიმრებით გადავსებული ციხეები - ადვოკატებმა 16 ნოემბერს აქცია დააანონსეს

07.11.26 15:20
პატიმრებით გადავსებული ციხეები - ადვოკატებმა 16 ნოემბერს აქცია დააანონსეს

ადვოკატები საპროტესტო აქციას აანონსებენ - უფლებადამცველები 16 ნოემბერს პარლამენტის უკან შეიკრიბებიან. მიზეზი ციხეთა სისტემაში არსებული ვითარება და პატიმრებით გადავსებული საკნებია.

როგორც "პირველებს" დღეს ადვოკატებმა უთხრეს, რომ ერთ საკანში ექვსის ნაცვლად ათი პატიმარიც კი არის, რადგან სხვაგან ადგილები საკმარისი არ არის.  უფლებადამცველები გამოსავალს საყოველთაო ამინისტიის გამოცხადებაში ხედავენ.

6 ადგილიან საკანში არის 10 პატიმარი. ყველამ კარგად ვიცით, რა საშინელი საკვები არის ციხეებში და რომ იღბალზე არის დამოკიდებული სამედიცინო მომსახურება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოფიციალური ვერსიით, რასაც პენიტენციური ამბობს, რომ თითქოს, ადამიანები საწოლიდან ვარდებიან და იღუპებიან, რადგან არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტრა ციხეებში - როდემდე უნდა დაიღუპონ ადამიანები? ერტადერთი გამოსავალი არის საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია. ჩვენ ვიკრიბებით 16 ნოემბერს 18:00 საათზე პარლამენტის უკან", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. 

პატიმრები რომ დასაშვებზე მეტია, ეს 2026 წლის სტატისტიკაშიც არის ნათქვამი - ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, თანახმად, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა, ხოლო 3 ციხეში კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.

მსგავსი სიახლეები