რანაირად მელაპარაკებით, თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ! - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციოში
ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლე რევაზ ნადარიას გაახსენა, რომ მისი განჩინებით კანონი დაარღვია.
„მაგალითად, ჩემი ინტერვიუს გამოკვლევა მინდა. მე რა ვიცი, თქვენ ბოლოში დაეყრდნობით თუ არა ამ ინტერვიუს, ეს როგორ უნდა გავიგო, თუ არ გამოვიკვლევ თქვენთან ერთად?“ - იკითხა გვარამიამ.
მის გამოსვლას სასამართლოს თავმჯდომარესთან კამათი მოჰყვა. ნადარაიამ მას მოუწოდა, კონკრეტულ შუამდგომლობაზე ესაუბრა. გვარამიამ კი განაცხადა, რომ საკუთარი საპროცესო უფლებებით სარგებლობდა და თავმჯდომარის აცილების შუამდგომლობის დაყენებასაც ახსენა.
გვარამია: დასკვნას, ვინაიდან და რადგანაც ვერ დაეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში მსგავსი დოკუმენტი, რომელიც მტკიცებულებითი ხასიათისაა. თუ დასკვნას აპირებთ რომ დაეყრდნოთ, მაშინ დასკვნის სამართლიანობა უნდა გამოვიკვლიოთ. დასკვნას ვერ დაეყრდნობით, დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოთ, ჩვენ არ ვიცით, ეს ფაქტები რომელია, ამიტომ, რაც არის მოყვანილი მხარის მიერ, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. ლინკებით მოტანილი მტკიცებულება, მე არ ვიცი, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა იძახის, რომ ეს არის მტკიცებულება და მატერიალური ფორმით მტკიცებულება, არ უნდა იყოს მოტანილი. მე არ ვიცი, ამას როცა ამბობთ, რას ეყრდნობით. პირდაპირ გეუბნებით, რომ ინკვიზიციურობა არ გამოიყენეთ, კანონის დარღვევით, მტკიცებულებაში რაც მიუთითე, არის სრული კანონდარღვევა. თქვენივე გადაწყვეტილებებს მიგითითებთ, სადაც სახელი და გვარი მოწმის დადგენილი არ არის და თქვენ თავად ადგენთ, და ეგ არ არის არგუმენტი, რომ ჩვენა რ გვაინტერესებს, წინა კოლეგიებმა რა დაადგინეს. ასეთი რამე სასამართლოსგან არ გამიგია, -
ნადარია: რა კანონდარღვევაზე ამბობთ, ბატონო ნიკა?
გვარამია: თქვენი განჩინებით, კანონი დაარღვიეთ.
ნადარაია: იმ განჩინებას ვიხილავთ, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და ძალიან გული დაწყდათ, რომ არ დავაკმაყოფილეთ, იმიტომ რომ უსაფუძვლო იყო?
გვარამია: თუ ჩვენ აქ კამათს ვაპირებთ, ასე არ გამოვა, თქვენ თვენი საპროცესო უფლებებ გაქვთ, მე ჩემი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება ვინმემ არ იცის, მაგრამ მე ვიცი, ამიტომ მალაპარაკეთ თუ შეიძლება.
ნადარაია: თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის.
გვარამია: ამის შემდეგ აცილების შუამდგომლობას დავაყენებ თქვენსას, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ... შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითიც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, თქვენ აქტი არის სასამართლო პრაქტიკა. ძალიან გთხოვთ, მაცადოთ, საუბარი...
ნადარაია: ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ.
გვარამია: თქვენი განსახილველი არ არის, მე რას ვიხილავ!
ნადარაია: ზუსტად ჩემი განსახილევლი, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან ...
გვარამია: მე ვასაბუთებთ შუამდგომლობას და მაცადეთ, ასე ცამხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!
სხდომაზე სიტყვით ისარგებლამ ევა გოცირიძემაც - მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო ფაქტობრივ მასალებზე იმსჯელებს, თუმცა ყველა მათგანის რიგითობით განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს - ზოგიერთი შესაძლოა საქმეს არ უკავშირდებოდეს ან საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყოს.
„რა თქმა უნდა, ეს ფაქტობრივი მასალა იქნება მსჯელობისა და განხილვის საგანი. რანაირად შეიძლება სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს სხვანაირად?“ - აღნიშნა მოსამართლემ.
„ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ, შუამდგომლობა სამართლებრივად დაუსაბუთებლად შეაფასა. მისი თქმით, მხარეებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ და პროცესის შემდგომ ეტაპებზეც ექნებათ.
„თუ ვინმეს კონკრეტულ საკითხთან, კონკრეტულ მტკიცებულებასთან რაიმე აზრის, პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, აქამდეც ჰქონდა ჩვენი გადმოსახედიდან და მომავალშიც იქნება შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, - განაცხადა გორდულაძემ.