ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს
ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ანზორ(დავით) ოყუჯავა, სამსახურიდან გაუშვეს.
“პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ შესაბამისი უწყება თითქმის 1 თვეა ამ ინფორმაცია მალავს.
თუ რატომ გაუშვეს ოყუჯავა სამსახურიდან, ჯერჯერობით, უცნობია.
მის ადგილას ირაკლი ჭითანავა დაიკავებს.
განახლება:
“პირველები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, ანზორ ოყუჯავას დაუკავშირდა, რომელმაც უარყო ინფორმაცია, რომ ის სამსახურიდან გაუშვეს და თქვა, რომ თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.
მე თვითო დავწერე განცხადება და წამოვედი, კვირაზე მეტია, მთავარი მიზეზი იყო ხელფასი, ასევე ოჯახური პირობები და სხვა ალტერნატივა, - განაცხადა ოყუჯავამ.