პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში გაუშვეს

14.11.26 10:10
პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში გაუშვეს

სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში - პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს, 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო.

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში 11 ნოემბერს ღამით მოხდა - "პირველების" ინფორმაციით, პენსიონერ ცოლ-ქმარს სადარბაზოს ლიფტთან სასიკვდილო ჭრილობები ავტომატური იარაღით 227 კვ მეტრი ფართობის ბინის გამო მიაყენეს.

პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაზოს ლიფტთან მათ გია ძლიერიშვილი დახვდათ.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შსს-მ 62 წლის გია ძლიერიშვილი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები