თბილისის მერია: მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხვალ ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის თანახმად, სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის" მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი: გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე). საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით.
სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.