მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს

16.11.26 16:36
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მცირე ხნით დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. საჭირო გახდა ჩამსვლელ ესკალატოტზე ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რაც დაახლოებით 30 წუთს გასტანს.

მათივე ცნობით, ამომსვლელი მგზავრები ჩვეულ რეჟიმში ისარგებლებენ მეტროსადგურის მომსახურებით. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური გააგრძელებს ჩვეულ რეჟმში მუშაობას.
 

მსგავსი სიახლეები