უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

17.11.26 12:22
უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.

Lovin Dubai-ის ინფორმციით, მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმ 300 ათასი დირჰამიდან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.

მედიის ცნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებით და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე მიიღო. 

აბუ-დაბიში გამართული RAF-ის ღონისძიებაზე გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა თავად ითხოვა თავდამსხმელების გათავისუფლება. 

 

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლს მერაბ დვალიშვილსა და მოჭიდავე საბა ლაზიშვილს სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.