„ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზე

17.11.26 12:57
„ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზე

თბილისში არსებული საცობები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა პირველია, რასაც დედაქალაქში შევცვლიდი, - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ „ლა გაძეტა ჯორჯიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე ინტენსიური მშენებლობების ფონზე, აუცილებელია სატრანსპორტო სისტემის გრძელვადიანი დაგეგმვა, რათა მომავალში გადაადგილების პრობლემა კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

"რას შევცვლიდი პირველ რიგში? საცობებს. ყველაზე საშინელი საცობებია, რაც მსოფლიოში მინახავს. სად არ ვყოფილვარ, ასეთი საცობები არასდროს მინახავს.
სტრესული პროცესია, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება გიწევს, რაღაც პასუხისმგებლობები გაქვს, რაღაც უნდა შეასრულო, მაგრამ საცობში დგახარ.
თან ზოგადად თბილისში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მანქანაც იქნება, უფრო მეტი საცობიც და დიდი სიამოვნებით გადავხედავდი თვითონ ქალაქის პროექტს, როგორ აქვთ ეს ყველაფერი დაპროგრამებული იმისთვის, რომ, დავუშვათ, დღეს 2026 წელია, მაგრამ 2030 წელს რა გვექნება და როგორ განვითარდება ინფრასტრუქტურა, ასეთი საცობები რომ არ იყოს. თან თბილისს ისეთი პრობლემა აქვს, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გინდოდეს წასვლა, შუა ქალაქში უნდა გაიარო; გარედან არ აქვს წრიული სისტემა, როგორც ესპანეთში არის (M-30 - ემ ტრეინტა)... იქ წრიული ავტობანები არის და ქალაქის ყველა პუნქტში თავისი შესასვლელები აქვს.
ქალაქი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ყველაფერი ძალიან მაგარი გქონდეს, მაგრამ თუ დაისტრესე... რა ვიცი აბა...", - განაცხადა ილია თოფურიამ ლა გაძეტა ჯორჯიასთან ინტერვიუში.