საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი შეიძინა

18.11.26 12:25
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი შეიძინა

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა.

მათივე განცხადებით, ახალი თბომავლები თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი, ისინი ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

"საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ახალი თბომავლები თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი. ისინი ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
აღნიშნული შესყიდვით საქართველოს რკინიგზა თბომავლების პარკს განაახლებს. ახალი სარკინიგზო ტექნიკა კომპანიას სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში სამანევრო სამუშაოების უფრო ეფექტიანად მართვის საშუალებას მისცემს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა მოძრავ შემადგენლობას შუამავალი კომპანიების გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან ყიდულობს, რაც შესყიდვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს" - წერს საქართელოსა რკინიგზა.

 

მსგავსი სიახლეები