პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა

18.11.26 18:28
პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა

პირველი ინტერვიუ მშობელთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა.  დედა"პირველებს" უყვება, რომ შემთხვევის დროს რამდენიმე აღსაზრდელი იყო ერთად. მშობლის მონაყოლით ირკვევა, რომ როცა ყვირილის ხმა მასწავლებელმა გაიგო, ის შეეცადა მცირეწლოვნების დახმარებას და დენი მასზეც გადავიდა.  

ირკვევა, რომ ბავშვებს დაზიანებები აქვთ ხელზე. აღსაზრდელის დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ 109-ე ბაღის ადმინისტრაციამ ადგილზე მისულ მშობლებს სასწრაფო დახმარება არ გამოაძახებინეს, დირექტორმა კი შეხვედრა მშობლებთან დღეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამბავი მედიამ გაასაჯაროვა.

ადიოდნენ კიბეზე, მოაჯირზე, სადაც დენი გადიოდა, ორი ბავშვი ადიოდა ხელჩაკიდებული და ამ ორ ბავშვზე გადავიდა დენი. მასწავლებელმა იყოჩაღა ამ დროს, შემდეგ მასწავლებელზეც დენი გადავიდა და როგორღაც მასწავლებელმაც თავი დაიხსნა ამ სიტუაციიიდან. იმ ორ მშობელს დაურეკეს, ადგილზე მივიდნენ. ჩემამადე როგროც მოვიდა ინფრომაცია, არ მისცეს სასწრაფოს გამოძახების უფლება იმ სიტუაციაში. 

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. 

"N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა"- ინფორმაციას tvpirveli.ge-ს მშობელი აწვდის. 

მშობლის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ დაწესებულებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებია.