სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - მოკლული პენსიონერის სიძის პირველი კომენტარი

18.11.26 19:01
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - მოკლული პენსიონერის სიძის პირველი კომენტარი

 

 

სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - მოკლული 80 წლამდე კაცი ვახტანგ ჩიქოვანია. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე იმყოფებიან. 

როგორც მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს, რომლის ავტოფარეხშიც გარჩევა მოხდა. 

სიძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ იყო მისი სიმამრი ავტოფარეხში. 

ჩემი სიმამარია მოკლული, ვახტანგ ჩიქოვანი. 80 წელს ცოტა აკლია. აქ არ ცხოვრობდა. ვინ იყო მასთან ერთად ისიც არ ვიცი.  არაფერი ვიცი. ჩემი სიმამრი ბიზნესმენი კაცია კი. არამგონია, ვერ გეტყვით (უკავშირდება თუ არა ბიზნეს დავას) . შეიძლება რამე სთხოვეს და გაუგებრობა მოხდა. ქურდულ (გარჩევას) გამოვრიცხავ. სპირტის ბიზნესში მოღვაწეობდა და უკვე შვებულებაში იყო. 

არვიცი აქ რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი სიმამრი. რასაც ამბობენ აქ, გარჩევა იყოო. ხმაური გაიგო თუ არა ვინმემ არ ვიცი", - ამბობს დავით შელია. 

პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს. 

წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.

ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები