მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს - ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი
მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
ამ დროისთვის 4 ადამიანის, ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 5 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 2 მცირეწლოვანია.