ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

19.11.26 18:41
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

 

 

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოასვენეს - ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრძევებიდან ამოსვენებულია ჯამში სამი ცხედარი - ორი ქალის და ერთი ბავშვის.

მანამდე კი ერთი 3 წლის გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი და უვნებელი ამოიყვანეს.

ამ დროისთვის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ - მათ შორის სავარაუდო ერთი ბავშვია.