ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ისტორიას დარჩება“ გადაიდო
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ისტორიას დარჩება“ რამდენიმე კვირით გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას ქეთათო პოპიაშვილი და ანა სუბელიანი ავრცელებენ.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, ჩვენთვის რთულია მუსიკალური საღამოს ჩატარება.
დღეს დაგეგმილი ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ისტორიას დარჩება“ გადაიდო რამდენიმე კვირით.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას.
ღონისძიების ახალი თარიღისა და შეძენილი ბილეთების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მესიჯის სახით. ასევე, ახლო მომავალში, გავაკეთებთ დამატებით განცხადებას.
მადლობა გაგებისთვის.
ბუკი და ნაღარა
ფანიკო
დავით გაბუნია
ლადო ბურდული
Paper Box" - წერს ქეთათო.