მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა

20.11.26 14:53
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მიზეზად დაასახლა, რომ ენმ-ს წევრი მას ხშირად აწყვეტინებს სიტყვას.

„ბატონი ზაზა ვერ გამოდის… საზოგადოებას უნდა რომ მიმართოს. გადაგიწყვიტოთ მაშინ ეს საქმე საზოგადოებამ...“ - აღნიშნა მოსამართლემ, რის შემდეგაც მას ზაზა ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ „ეს საქმე ეხება საზოგადოებას“.

სწორედ ამ რეპლიკის შემდეგ მიიღო მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილის სასამართლო სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება.

„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი. მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილება და გადაჭარბებაა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ... ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება თავად ზაზა ბიბილაშვილმა „ლოგიკურად“ შეაფასა.

„ძალიან ლოგიკურია ეს და ხაზს უსვამს თქვენს მიუკერძოებლობას, ერთ მხარედ გამოდიხართ“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.