ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა

21.11.26 12:36
ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ერ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა და პოსტს ფაქტის ამსახველი ფოტოც დაურთო. 

ქუთაისში ამ წამს ჩემი სახლის წინ კორპუსი აფეთქდა !

ეს რა ჯოჯოხეთი გვჭირს?, - დაწერა სოციალურ ქსელში ადგილობრივმა. 

კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირით "სოკარ გაზი" ამარაგებდა. კომპანიაში "პირველებს" უთხრეს, რომ მიზეზებს ადგენენ. წინასწარი ინფორმაციით კი ბინაში გაზი ჟონავდა.

 

მსგავსი სიახლეები