"თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" -ნადარაიამ გვარამია სასამართლო სხდომიდან ისევ გააძევა

24.11.26 18:30
"თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" -ნადარაიამ გვარამია სასამართლო სხდომიდან ისევ გააძევა

"თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" - საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლო სხდომიდან მეორედ გააძევა.

"გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან" - თქვა ნადარაიამ გვარამიას გაძევების შემდეგ.

გაძევებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება პლენუმის თავმჯდომარესთან, რევაზ ნადარაიასთან, რომელიც გვარამიას შენიშვნას აძლევდა იმაზე, რომ უკვე დასმულ შეკითხვებს ხელახლა ნუღარ დასვამდა.

„თქვენი ადგილი სასამართლო სხდომათა დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არ არის!.. სამარცხვინო კაცი ხარ! მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ ამაზე“, - უპასუხა გვარამიამ.

 „უზრდელი!.. ემუქრები სასამართლოს“? - თქვა ნადარაიამ.

ამ კონფლიქტის შემდეგ ნიკა გვარამიას თანაგუნდელმა თენგო თევზაძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა