ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ41-კმ51 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურაა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.