აფხაზი ოპოზიციონერისა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის შვილი სამკურნალოდ საქართველოში გადმოიყვანეს

28.11.26 10:01
 აფხაზი ოპოზიციონერისა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის შვილი სამკურნალოდ საქართველოში გადმოიყვანეს

აფხაზი ოპოზიციონერისა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის, კან კვარჩიას შვილი, 24 წლის ეფრემ კვარჩია სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. 

ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

ირკვევა, რომ ეფრემ კვარჩიას ოჯახმა კატეგორიული უარი თქვა მის რუსეთში გადაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მათ უსაფრთხოების სრულ გარანტიას აძლევდა და სოხუმელ ექიმებს კონსულტაციებსაც უწევდა.

საბოლოოდ, ოჯახმა არჩევანი ქართულ მედიცინაზე შეაჩერა და პაციენტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა.