დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ერთი თვის წინ სამსახურიდან წავიდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს.
“პირველებს“ ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ანზორ ოყუჯავას დაკავება 260-ე მუხლის საფუძველზე, 26 ნოემბერს მოხდა.
“პირველების“ ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე, ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა.
დაკავებული ოყუჯავა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ანზორ(დავით) ოყუჯავა, სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაუშვეს. თავად ოყუჯავა ამტკიცებდა, რომ ის არავის გაუშვია და სამსახური საკუთარი ნებით, ხელფასის გამო დატოვა.