ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის სამი დებიუტანტია – „დინამო ბათუმის“ მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული „პოლისიის“ მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვაკური ტრნავის „სპარტაკის“ ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ნოდარ ყალიჩავა
დაცვა: საბა გოგლიჩიძე, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, ჯემალ ტაბიძე , ოთარ კაკაბაძე , გიორგი მაისურაძე, ირაკლი აზაროვი
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნოდარ ლომინაძე , სანდრო ალთუნაშვილი , გიორგი მოისწრაფიშვილი , ირაკლი ეგოიანი , გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი , გიორგი წიტაიშვილი , გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე , გიორგი გაგუა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს.
14 ნოემბერს, 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს, 23:45 საათზე უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.