საქართველო შეთანხმების მიღმა - რას კარგავს ქვეყანა

10.08.25 18:45
საქართველო შეთანხმების მიღმა - რას კარგავს ქვეყანა

ტრანზიტული უპირატესობის დაკარგვა,  გეოპოლიტიკური პანდუსის შერყევა და ეკონომიკური გამოწვევები - პოლიტიკის ექსპერტები ხსნიან, რომ 99 წლიანი სამშვიდობო შეთანხმება ერთის მხრივ მომგებიანია საქართველოსთვისაც და ეს პირდაპირ ანგრევს ოცნების პროპაგანდას ომის შესახებ, თუმცა მეორეს მხრივ არსებობს უზარმაზარი გამოწვევა, რომ  ზანგეზურის კორიდორის შექმნით, საქართველომ შესაძლოა,  მთავარი ტრანზიტული ღირებულებაა დაკარგოს.

"პირველები" სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, პაატა ცაგარეიშვილს ესაუბრა.

5-დან-7 წელი, არის ის დრო, სანამ ზაგეზურის დერეფანი ჩადგება მწყობრში. ეს დრო საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და პირველ რიგში დაასრულოს არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. თუ ეს პროექტები 2-3 წელიწადში ექსპლუატაციაში არ ჩაეშვა, საქართველოს დამატებითი ტვირთების მოძებნა გაუჭირდება. ამ დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში, 2-დან 2,5 მლნ ტონამდე ტვირთნაკადის გადამისამართება არის შესაძლებელი ჩვენი შუა დერეფნიდან ამ ახალ დერეფანზე. 

ეს 2-2,5 ტონა დაახლოებით არსებული სატრანზიტო მოცულობის 15-დან 20%-ია. 15-20 %-ის დაკარგვა, იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები აღიარებენ, რომ შუა დერეფანი არის პრიორიტეტი და უფრო მეტი, ეკონომიკური ქვაკუთხედი, ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება და ამის წინაშე შეიძლება აღმოვნდეთ"- აცხადებს  პაატა ცაგარეიშვილი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზის ხაზის, ნავთობისა და გაზის მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო სისტემების შექმნას სომხეთის ტერიტორიის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს ყოფს. ბაქოსა და ერევნის მიერ ამ სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმების შეუძლებლობა ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გზაზე.