"ენას ძვალი არ აქვს...არცერთი რიცხვი, რაც დღეს კობახიძემ ახსენა, სწორი არ ყოფილა" - ეკონომისტები

ენას ძვალი არ აქვს, ასე რომ რასაც უნდა იმას დაიბრალებს - ასე ეხმაურებიან ეკონომისტები და ფინანსისტები ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გახუთმაგდა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმზეა.
გიგა ბედინეიშვილის თქმით, არ შეიძლება იმ ქვეყანას ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც არც სასამართლო უვარგა და არც სამართლიანობის აღქმა.
ფინანსისტის ასევე საუბრობს ინვესტიციების ნაკლებობაზეც და ამბობს, რომ ის გარემო, რაც ამჟამად საქართველოშია ინვესტორებისთვის ფულის ჩასადებად არამომგებიანია.
"როგორ შეიძლება გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, როდესაც სასამართლო არ გვივარგა, როდესაც სამართლიანობის აღქმა არ არის ქვეყანაში, როდესაც, მაგალითად, ერთ ოჯახზე მუშაობს მთავრობა პარლამენტი, ყველაფერი.
სწრაფი ეკონომიკის ზრდა, რომელიც 2022, 2023, 2024 წლებში გვქონდა, რომელიც ფაქტია რომ გვქონდა, არის გამოწვეული რუსების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლით. მაგ დროს ქვეყანაში, არის გამოწვეული, იმ გადამისამართებით სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობების, რომელიც სხვანაირად საქართველოზე ვერ გამოივლიდა და ა.შ..
თუ მარტო რაღაც პოლიტიკური პროპაგანდის სიბრტყეში ვიქნებით და მაგ განზომილებაში ვიქნებით, ენას ძვალი არ აქვს, ასე რომ რასაც უნდა იმას დაიბრალებს. გამოთქმაა ასეთი, რომ ჯერ უნდა გადახტე და მერე უნდა თქვა ჰოპლა. ამიტომ ჯერ მოიზიდონ ეს ინვესტიცია და მერე ვილაპარაკოთ.
მაქსიმუმი რაც დადეს "ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად არის 2 მილიარდი დოლარი. 2 მილიარდი იყო პირდაპირი ინვესტიციები 2007 წელს, გაცილებით უფრო პატარა ეკონომიკაში. ფაქტობრივად მეოთხედ ზომაში, რაც დღეს გვაქვს.
რატომ უნდა მოუნდეს თუნდაც მსხვილ უცხოურ კომპანიებს საქართველოში ფულის ჩადება," - გიგა ბედინეიშვილი.
რომან გოცირიძის თქმით, ირაკლი კობახიძემ დღეს მოიტყუა, რადგან მისი განცხადებით, კობახიძის მიერ დასახელბული არცერთი რიცხვი სწორი არ ყოფილა.
ქვეყანა ღატაკდება, ინვესტიციები არ შემოდის და რაღაც დუბაის 6 მილიარდიანი ზღაპრებით აბოლებენ ხალხს - ამბობს გოცირიძე.
"ქართული ოცნება" არ ღალატობს თავის სახეს, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც უზნეობა და სიცრუე. არცერთი რიცხვი, რაც დღეს კობახიძემ ახსენა არ არის სწორი, ყველა არის გაყალბებული და ამ გაყალბების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური.
ანუ ჩვენი მოქალაქეები გადიან ქვეყნიდან, ქვეყანა იცლება და თურმე უმუშევრობა მცირდება, რის ხარჯზე? - გასული ხალხის ხარჯზე, უცხოელების ხარჯზე, რომელთაც ბიუჯეტში არაფერი არ შეაქვთ. სოციალურად დაუცველი პროგრამებით, რომელიც 120 მილიონია და წყალში გადაყრილი ფულია. ადამიანების 200 ლარიან სამსახურებში გაფორმება დარაჯებად, სასაფლაოებზე, სკოლებში და აი ეს რიცხვი, ასევ თქვათ დასაქმებულებში არის წარმატებული.
მანიპულაცია, ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ქვეყანა ღატაკდება, ინვესტიციები არ შემოდის და რაღაც დუბაის 6 მილიარდიანი ზღაპრებით აბოლებენ ხალხს," - რომან გოცირიძე.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გახუთმაგდა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმზეა.
რას ირწმუნებოდა კობახიძე დღეს პარლამენტში, ნახეთ აქ