რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში - ეკონომისტები მძიმე შედეგებზე საუბრობენ
ეკონომისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში დაემუქრება. "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ინვესტიციების კლებას, ლარის გაუფასურებას და ქვეყნის რეპუტაციულ კრახს გამოიწვევს.
მისივე თქმით, ზარალი შესაძლოა, წელიწადში 500–700 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, ხოლო ასეთ რისკიან გარემოში ინვესტორები ან საერთოდ არ შემოვლენ, ან ფულს გაცილებით ძვირად ჩადებენ.
შემცირდება გზავნილები უცხოეთიდან, შემცირდება ტურიზმი საქართველოში. ცალსახად შემცირდება ინვესტიციები, რაც წლიურად, ეს შესაძლებელია იყოს 500-დან 700 მლნ დოლარამდე დანაკლისი. რა თქმა უნდა, შემდეგ დაიწყება ლარის კურსის გაუფასურება, რადგან ბაზარი არ დაელოდება იმას, როდის გაუფასურდება ლარი თავისთავად. ქვეყნის ეპუტაცია, ფაქტობრივად, საბოლოოდ შეილახება და რა თქმა უნდა, არავის ექნება ასეთ რისკიან ქვეყანაში, სადაც მთავრობის ქმედებები არ არის წინასწარ განსაზღვრული, არავინ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ასეთ რისკიან ქვეყანაში ან არ ჩადებენ ფულს, ან ჩადებენ გაცილებთ უფრო ძვირად. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გააძვირებს, მათ შორის, ეს შეიძლება, აისახოს საბანკო საპროცენტო განაკვეთებზზეც. ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩება ქუთაისის აეროპორტი "ვიზეარი" და ამ აეროპორტების გასვლა დამატებით იქნება მძიმე დარტყმა საქართველოს ეკონომოკისთვის. შეიძლება, წლიური ზარალი მლრდ დოლარამდეც კი ავიდეს ყველაფერს ერთად თუ შევაჯამებთ, - ამბობს გორგი კეპულაძე.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ბევრ მოქალაქეს, ვინც დღეს საზღვარგარეთ კანონის ფარგლებში ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, სერიოზული პრობლემა შეექმნება, რაც საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.
ხშირად მესმის მოსაზრება, რომ მერე, რა, მაგალითად, ის თანხები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ხარჯავდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაიხარჯება ქვეყნის შიგნით. ასეთ ვიწრო პრიზმაში ამ საკიტხის განხილვა, რა თქმა უნდა, არასწორია იმდენად, რამდენადაც ვიზალიბერალიზაცია უკავშირდება ძალიან მნიშნელოვან ეკონომიკურ აქტივობას, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ეწევიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ კანონიერად იმ კანონით განსაზღვრულ ვადებში, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია ითვალისწინებს და ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებენ ჩვენს ეკონომიკაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა მოღვაწეობით. რა თქმა უნდა, ვიზაიბერალიზაციის შეჩერება ამ ადამიანებს მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის, რომელიც, რასაკვირველია, შემდგომში გადაითარგმნება ეკონომიკური მიმართულებითაც, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.
გათვლილი აქვთ თუ არა ეკონომიკური რისკები, რომელსაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვევს? ამ კითხვით "პირველებმა" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა. ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია არც ახლაა და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში იქნება.