მთავრობას უფრო აქტიურად უნდა დაეწყო ვაქცინაცია - ექსპერტები ინფლაციის ზრდაზე

04.05.21 15:30
მთავრობას უფრო აქტიურად უნდა დაეწყო ვაქცინაცია - ექსპერტები ინფლაციის ზრდაზე

საქართველოში ფასების რეკორდულ ზრდაზე ეკონომიკის ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. "ბანკები და ფინანსების" ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე, მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სიტუაციის გამოასწორებლად აუცილებელია, ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდეს.

განსაკუთრებით გაძვირებულია პირველადი მოხმარების პროდუქცია, სურსათი, მედიკამენტები, კომუნალურები, საწვავი, ამის მიზეზი არის ეკონომიკური კრიზისი, სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდეს, ტურისტი შემოვიდეს, დროულად ავიცრათ, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მთავრობას აქამდე უფრო აქტიურად უნდა დაეწყო ვაქცინაციის პროცესი, შემოეტანა ვაქცინები იმისთვის, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს ბიზნესის ჩაკეტვა", - ამბობს გიორგი კეპულაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ეკონომისტი, რომან გოცირიძე, ამბობს, რომ  ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი ლარის კურსის დასტაბილურება და ვაქცინაციის პროცესიის სწორად წარმართვაა. 

ვერაფერს ვერ მოაბა თავი ხელისუფლებამ, 200 ათასი ვაქცინაა შემოტანილი,,10 თუ 12 ათასია დარეგისტრირებული, ელემენტარულად ადგილებიც კი ვერ გაუხსნიათ, რომ  ხალხი აიცრას. ფინანსური სისტემა არის არაეფექტიანი, კორუმპირებული, გამოსავალი არის გამართული ფინანსური სისტემა, დროული ვაქცინაცია და ლარის კურსის სტაბილიზაცია. ვერ აბამენ თავს, არ აინტერესებთ ხალხი და პოლიტიკა", - ამბობს რომან გოცირიძე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87%-ით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები