"ხარებაზე" კითხვებს რატომ სვამთ?! - შინჯიკაშვილის სახლთან უცნობი პირები გამოჩნდნენ

12.05.25 16:12
"ხარებაზე" კითხვებს რატომ სვამთ?! - შინჯიკაშვილის სახლთან უცნობი პირები გამოჩნდნენ

 

 

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამის მიერ გატაცებული აპარატურა და ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი 40 წუთის შემდეგ დააბრუნა შინჯიკაშვილის ოჯახმა. 

ამ ეტაპზე უცნობია, დაზიანებულია თუ არა მეხსიერების ბარათი, სადაც ფიზიკური თავდასხმაა ასახული. 

მარიამ მაკასარაშვილი ამბობს, რომ შინჯიკაშვილის მამამ ტექნიკა მას შემდეგ დააბრუნა, რაც გადამდგარი ვიცე გუბერნატორის სახლთან შავი დაბურული მინებით ავტომობილები გამოჩნდნენ. 

ჟურნალისტის თქმით, მას ეს ადამიანები მიმართავდნენ, რატომ სვამდა გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით კითხვას. 

40 წუთი ჩვენი აპარატურა შიგნით იყო, რამდენიმე ავტომობილი მოვიდა, შავი დაბურული მინებით, ეს ადამიანები შიგნით რომ შევიდნენ, 5 წუთში გამოვიდნენ და გვეუბნებიან: ამ აპრატურას კი დაგიბრუნებთ, მაგრამ რატომ მოხვედით და "ხარებაზე" კითხვებს რატომ სვამდითო, ეს უცნობი ადამიანები, რომლებიც თვალით არც გვინახავს ჩვენ, არ იცოდნენ რაზე ვსვამდით კითხვებს, აშაკარად მამამ უთხრათ, რომ ხარებაზე ვსვამდით კითხვებს და ეს იყო გაღიიზიანების მთავრი მიზეზი.

"პირველების" კორესპონდენტი, რომელსაც  გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა და სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ. 

112-ში სამი ზარის მიუხედავად, დანაშაულის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ გამოჩენილან. 

მარიამ მაკასარაშვილს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაახლოებით 1 საათის წინ გაუსწორდა.

გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.

შინჯიკაშვილი ამტკიცებს, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, თუმცა მიზეზებზე არაფერს ამბობს.