ცნობილია, ვინ დააკავეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე

24.05.25 23:48
ცნობილია, ვინ დააკავეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე

ცნობილია, ვინ დააკავეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე - მოკლულის ოჯახის ადვოკატი ადასტურებს, რომ დაკავებული სანდრო წივწივაძეა. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის  დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. 

წივწივაძეს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება.

შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ. -ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.

ს.წ. - ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ. -მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ. -ზე იყო რეგისტრირებული.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ - მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.

საქმეზე გამოძიება მ.ჯ-ს განზარ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: 

მსგავსი სიახლეები