თბილისში ახალგაზრდა მასწავლებელი მოკლეს

25.10.25 20:04
თბილისში ახალგაზრდა მასწავლებელი მოკლეს

 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

"გაავრცელეთ ეს ვიდეო და მოითხოვეთ დამნაშავეების დასჯა, სანამ თქვენს შვილებსაც მოკლავენ,"- ეს იყო დედის მთავარი სათქმელი, რომელმაც ვიდეო-მიმართვა სოციალური ქსელით, რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. 

შვილი 16-17 წლის ბავშვებმა მომიკლეს, რომელიც ხვალ თქვენს შვილებსაც მოკლავენ, თუ ისინი არ დაიჭირეს. გიგა ჯგუფურად მომიკლეს. ერთს ტენინიან, რომ მარტივად გამოვიდნენ. გააზიარეთ ეს ვიდეო! შეცვალეთ კანონები. მკვლელები არიან არასრულწოვნები"- ისმის ვიდეოში. 

დაუდასტურებელი ინფომაციით, სისხლიან დაპირისპირებაში 4 პირი იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი კი არასრულწელოვანი გოგოა. დაპირისპირების მიზეზად, არსებული ინფორმაციით, ეჭვიანობა სახელდება. 

როგორც "შაბათის ეთერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მძიმე დანაშაულის ბრალდებით, ერთი პირი, 17 წლის ბიჭია დაკავებული. გარდაცვლილის ოჯახი დაპირისპირებაში მონაწულე ყველა პირის გამოვლენას და დასჯას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები