ე.წ. ქურდული მუსიკის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბი - რას ყვება ოქროს მოწმე პოლიციელების დაპირისპირებაზე
ჩხუბი რესტორან "იბერიაში" იმ დროს დაიწყო, როგორც კი მუსიკოსმა დარბაზში მიხეილ შუფუტინსკის "იხვები" ჩართო. რესტორანი სადაც ხალხი, ნათლისღების სუფრაზე იყო შეკრებილი, მომენტალურად დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. ირკვევა, რომ სიმღერა, დაცვის პოლიციამ შეუკვეთა, რასაც მეზობელ სუფრაზე მოქეიფე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების გინება მოჰყა. გინება ჩხუბში მალევე გადაიზარდა.
თავდამსხმელებიც და ნაცემებიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშორმლები არიან. ნაწილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავდა გამშველებელი ქალბატონიც. პოლიციელების ხელჩართული ჩხუბის ოქროს მოწმე ჰყვება, რომ სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად რესტორნის შიდა სივრცეში, ათეულობით ადამიანის თვალწინ დაიწყო, ნათლისღებას მოწამეთაში მდებარე რესტორანს ბევრი ჯავშანი ჰქონდა. ჩხუბი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა და პოლიცილების დაპირისპირებაში ჩარევა სხვებმა ვერ გაბედეს.
„პირველების“ ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ღვინით სავსე დოქები ესროლეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს საღორიას მე-6 განყოფილების თანამშრომლები არიან. ჯგუფურ ძალადობაში მხილებული პოლიციელების კოლეგები ამ დრომდე არ პასუხობენ კითხვას, რა ჩვენება მისცეს საქმეში მონაწილე პოლიციელებმა საგამოძიებო უწყებას.