"ჯვარსკის" დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ახალი დეტალები

03.02.26 15:52
"ჯვარსკის" დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ახალი დეტალები

ადვოკატის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავას დედა და ძმა ე.წ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის არიან დაკავებული.

„ჯვარსკის" დედას დადგენილება წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე  გააცნეს.  მანანა ლიპარტელიანს 10 წლიანი ციხე  ემუქრება.

გამოძიება ამტკიცებს, რომ შვილის დავალებით კრიმინალურ ავტორიტეტებს სისტემატურად ეკონტაქტებოდა. ანალოგიური ბრალდებით დაკავებულია "ჯვარკის" ძმაც, ავაზ ხონელიძე.

საქმეში  ფიგურირებენ ე.წ. შავი სამყაროს წევრები:  “ბალუ” და “ყაჩანიჩი".

"ჯვარსკის" ოჯახის წევრების ადვოაკტი ამბობს, რომ მას საქმის მასალები არ გადასცემია. რაც შეეხება დაკავებულთა პოზიციას, ისინი პოზიციას აფიქსირებენ ბრალთან დაკავშირებით. 

ფარულ ჩანაწერებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ისმის, რომ ავაზ ხონელიძეს სასჯელაღსრულების დაწსებულებიდან, პატიმრები უკავშირდებიან და აწვდიან ინფორმაციას, რომ ვინც "ჯვარსკის" ცუდად მოიხსენიბებს, ყვალას ფიზიკურად უსწორდებიან. ჩანაწერის ამ ნაწილში არ ჩანს, რას პასუხობს რევაზ უბილავას ძმა ზარის ავტორს. 

რაც შეეხება 55 წლის ქალს, შს სამინისტროს მიერ გავრცლებული აუდიო-მასალის თანახმად, მანანა ლიპარტელიანს სავარაუდოდ 2 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ურეკავს. ისინი დედას აწვდიან ინფორმაციას, რომ შვილზე არ უნდა ინერვიულოს, რომელიც წლებია, სასჯელს იხდის. 

ბრალი წაყენებული აქვს მხარდაჭერისთვის. მიუხედავად მიმართვისა, დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადმოგვცემია. საქმე მოცულობითია და იქამდე ვიდრე მტკიცებულებების ნაწილზე მაინც სიღრმისეული წვდომა არ გვექნება, დაცვის მხარის ხედვას.

მხარდაჭერისთვის აქვს ბრალი წაყენებული... როცა პიროვნებამ იცის, ანუ ქურდული სამყაროს წესებს სიღრმისეულადაა გაცნობილი და შესაბამისად მოქმედებს ამ ქურდული სამყაროს ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ბრალის დადგენილებაშია ასახული, არსებობს კრებსები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. თუმცა ჯერ ამ მასალებზე წვდომა არ გვაქვს"- თქვა ადვოკატმა ლექსო არქანიამ. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკის" დედაც და ძმაც. გამოძიების ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. 

მსგავსი სიახლეები