გორში პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს

14.05.26 15:00
გორში პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "თრიალეთი" ავრცელებს. 

მედიის ცნობით, დაშავებული პირი კლინიკაში გადაიყვანეს. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პარკინგის მეთვალყურეს თავს დანით დაესხნენ. 

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. 

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ქალაქ გორში მოქალაქეს ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული"- წერს შსს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.