გადავარდა თუ გადმოაგდეს? - თბილისში სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი

15.06.26 11:08
გადავარდა თუ გადმოაგდეს? - თბილისში სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი

 

 

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, გარდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილი, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

ადგილობრივების ვარაუდით, ქურდიანის ქუჩაზე ქარელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს.

ნიკა ქარელიშვილის მეზობლების თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის ცხედარი, რომელიც მიწაზე ეგდო. 

ვინ არის ის და რა კავშირი აქვს ქარელაშვილის მკვლეობასთან დაჭრილ მამაკაცს ეს ამ დროისთვის უცნობია.

ერთი ვერსიით, ჩხუბი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება. 

განახლება  - [11:33] როგორც "შინაგან საქმეთა სამინისტროში" "პირველებს" უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.

მსგავსი სიახლეები