სისხლიანი გარჩევა მარნეულში სიმღერის შეკვეთის გამო - დაჭრილია ორი პირი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სიმღერის შეკვეთის გამო დაწყებული კონფლიქტი ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 13 ივნისს, საღამოს დაფიქსირდა.
არსებული ცნობით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა.
შემდგომ კი, სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. ორმა შუახნის მამაკაცმა ერთმანეთი დანით დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც 10 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით, მეორის კი - სტაბილური.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ორივე პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მიხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.