40 მილიონი რუბლი ჩანთით - ვის ეკუთვნოდა დიდი ფული, რომელიც რუსეთიდან არალეგალურად შემოიტანეს?
კაცი, რომელსაც სუს-ის ექს მაღალჩინოსანი ქრთამს სძალავდა, სოსლან კულუმბეგოვია. რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი რომელსაც 40 მილიონი რუსული რუბლი საქართველოში ჩანთებით შემოჰქონდა.
"პირველების" ინფორმაცით, ეს თანხა დოლარში უნდა გადაეცვალათ და უკან რუსეთში გაეგზავნათ. საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთს დოლარი მწვავე დეფიციტი ედგა, რა დროსაც საქართველოს უცხოური ვალუტის მისაღებად იყენებდა. საიდუმლო საქმის დეტალები დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
გამოძიება სუს-ის ექს შეფის ყოფილ მოადგილეს კულუმბეგოვისთვის, ჩამორთმეული 40 მილიონის დაბრუნებას, ქრთამის სანაცვლოდ ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქრთამი ლევან ახობაძემ კულუმბეგოვის წარმომადგენლისგან პირდაპირ კაბინეტში კონვერტით მიიღო. ახობაძეს ხელბორკილი მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დაადეს, თუმცა დღეს სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მოწმედ გამოძიებას არ გამოუკითხავს მთავარი პირი - ბიზნესმენი კულუმბეგოვი, რომელიც ამ საქმის მთავარი ფიგურანტია.
გამოძიების საქმის მასალების მიხედვით, ლევან ახობაძეს ქრთამის აღებაში რამდენიმე პირი ამხელს: მათ შორისაა გიორგი ლომიძე, სავალუტო ჯიხურების მფლობელი, რომელიც გამოძიების ოქროს მოწმეა. საიდან ფლობდა ინფორმაციას სუს-ის შენობაში არსებული უკანონო გარიგების შესახებ ე.წ. ვალუტშიკი უცნობია.