აფეთქება სოფელ უზუნთალაში - ფერმერის სახლთან ხელყუმბარა დააგდეს
კაბალის თემში, სოფელ უზუნთალაში მეცხოველეობით დაკავებული ელშად სოიუნოვის სახლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლეს - ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ეზოში აფეთქდა, შედეგად არავინ დაშავებულა.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, პოლიციის ძალები უკვე ორი დღეა პატრულირებენ როგორც ადგილზე, ასევე სოფელში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო.