მძღოლს, რომელმაც გორში დედა-შვილი იმსხვერპლა, ბრალს დღეს წაუყენებენ

15.07.26 16:12
მძღოლს, რომელმაც გორში დედა-შვილი იმსხვერპლა, ბრალს დღეს წაუყენებენ

35 წლის კაცს, რომელიც გორში, ჭავჭავაძის გამზირზე დედა-შვილს დაეჯახა, ბრალს დღეს წაუყენებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

ინფორმაცია ამის შესახებ "პირველებს" მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. 

სავარაუდოდ, სასამართლო დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელებს. 

გუშინ გაირკვა, რომ "ჯიპის" მარკის მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის სამი წლის გიგონას დაეჯახა, ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა. 

მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 

გარდაცვლილების ახლობლები მძღოლის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები