სისხლიანი ანგარიშსწორება ხარაგაულში - შსს მძიმე დანაშაულისთვის ძებნილის დაკავების შესახებ იუწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს წერს, რომ სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი პირი იმერეთის რეგიონში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
მწვრთნელმა და კიდევ ერთმა პირმა ნიგერიის მოქალაქე ფიქტიურად გააფორმა FC გარდაბანში – სუს
სუს - ნიგერიის მოქალაქემ და საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელმა, დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს გუნდში, სანაცვლოდაც 3000 აშშ დოლარი აიღეს