9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ დაკავებულებს, რომლებმაც გამოძიების მტკიცებით, 275 000 ლარი თაღლითურად მიითვისეს
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის მოქალაქეებს დროებით თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური სარგებლის გადახდას და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ, თუმცა არც შეთანხმებული სარგებელი გადაიხადეს და არც ძირითადი თანხები დააბრუნეს.
ბრალდებულების ქმედებების შედეგად დაზარალებულებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
იხილეთ ვრცლად:
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის მოქალაქეებს დროებით თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური სარგებლის გადახდას და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ, თუმცა არც შეთანხმებული სარგებელი გადაიხადეს და არც ძირითადი თანხები დააბრუნეს. ბრალდებულების ქმედებების შედეგად დაზარალებულებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.
პროკურატურის განმარტებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ( თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. - აღნიშნულია განცხადებაში