მოქალაქე: სოფელ შროშაში გაძარცვულია 10-ზე მეტი სასაფლაო

05.10.26 10:57
მოქალაქე: სოფელ შროშაში გაძარცვულია 10-ზე მეტი სასაფლაო

 სოფელ შროშაში გაძარცვულია 10 ზე მეტი სასაფლაო - ამის შესახებ "პირველებს" მოქალაქე ატყობინებს და შესაბამის ფოტოებს აწდის. 

მინდა გაცნობოთ სამწუხარო და შემზარავი ფაქტის შესახებ, სოფელ შროშაში მოხდა ძალიან შემზარავი ფაქტი რომელსაც არ მოყვება არანაირი რეაგირება საფლავების ძარცვა გაძარცვულია 10 ზე მეტი სასაფლაო"- გვწერს მოქალაქე. 

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები