106 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
106 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პროდუქცია სავაჭრო ქსელებში უნდა განეთავსებინა.
მიუხედავად იმისა, რომ მან მომსახურების საფასური წინასწარ მიიღო, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რითაც კომპანიას მატერიალური ზიანი მიადგა.
ბრალდებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.