ამოღებულია დიდი ოდენობით „მეფედრონი“ და „მეთადონი“ - დაკავებულია ორი პირი

09.11.26 11:51
ამოღებულია დიდი ოდენობით „მეფედრონი“ და „მეთადონი“ - დაკავებულია ორი პირი

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი  დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, რამდენიმე ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და „მეთადონი“.

უწყების თანახმად ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

დაკავებულებს  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

მსგავსი სიახლეები