ამოღებულია დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „მარიხუანა“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11.11.26 11:32
ამოღებულია დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „მარიხუანა“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით  უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

განცახდებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.