18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მეგობარი ქალი მოკლა

09.11.26 16:03
18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მეგობარი ქალი მოკლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო ბრალდებული, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მეგობარ ქალს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 1 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ბრალდებულმა თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მეგობარ ქალს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - წერია განცახდებაში.

მსგავსი სიახლეები