6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც პირადი ცხოვრების საიდუმლო მოიპოვა და ბიზნეს პარტნიორს მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდა

09.11.26 14:10
6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც პირადი ცხოვრების საიდუმლო მოიპოვა და ბიზნეს პარტნიორს მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდა

 დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

განცახდების თანახმად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თითქოსდა ერთობლივი ბიზნესის დაწყების მოტივით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 160 000 ლარს. ასევე,  უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მუქარით, სცადა მისი იძულება უარი ეთქვა მოთხოვნაზე.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.