ნანი ბრეგვაძემ 90 წლის იუბილე შატო მუხრანში, მის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე აღნიშნა
ნანი ბრეგვაძე გუშინ 90 წლის გახდა. ქართული სცენის ლეგენდამ საიუბილეოო თარიღი შატო მუხრანში, მის დაბადების-დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე აღნიშნა. ბოლოს სცენაზეც თავად გამოვიდა, მაყურებელს ემოციური სიტყვებით მიმართა და საღამო სიმღერით დაასრულა.
პროექტი კომპანია კოკა-კოლას მხარდაჭერით განხორციელდა. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური ვერსიების ავტორი კი ნიკოლოზ რაჭველი იყო. საიუბილეო საღამოს დაწყებამდე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაათვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნანი ბრეგვაძის სასცენო სამოსის გამოფენა.